ოფიციალურად | ჟოაო ფელიქსი ალ ნასრის ფეხბურთელია
25 წლის პორტუგალიელი შემტევი - ჟოაო ფელიქსი, ალ ნასრის ახალი ფეხბურთელია. არაბულმა კლუბმა ფელიქსში სატრანსფერო ფასი €50 მილიონი ევრო გადაიხადა.
ახალგაზრდა პორტუგალიელმა შემტევმა ჩელსისთან კონტრაქტი გაწყვიტა და საუდის არაბეთში ჩაფრინდა, სადაც ალ ნასრისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ლონდონურმა გრანდმა პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი მიიღო, თუმცა კონტრაქტში +20 მილიონი და ბონუსებია ჩადებული.
"I'm here to spread joy.
— AlNassr FC (@AlNassrFC_EN) July 29, 2025
Let's win together."
João Félix is Nassrawi ✍️ pic.twitter.com/pRIccbM4MB
ჟოაომ საუდის არაბეთში გადასვლის შემდეგ მცირედი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი არაბულ კლუბში ტიტულების მოსაგებად და გულშემატკივრების გასახარებლად ჩავიდა.
„მე აქ ტიტულების მოსაგებადა და სიხარულის გასავრცელებლად ჩამოვედი.
მოდით, ერთად გავიმარჯვოთ.“ - ჟოაო ფელიქსი
ჟოაო ფელიქსმა კარიერა ბენფიკაში დაიწყო, შემდეგ კი მადრიდის ატლეტიკოს ღირსებას 2019 წლიდან იცავდა, თუმცა 2023 წელს ჩელსიში გაანათხოვრეს, მას შემდეგ კი ბარსელონაში იყო განათხოვრებული. ამ ყველაფრის შემდეგ იგი კვლავ ჩელსიში დაბრუნდა, თუმცა 12 ჩატარებული მატჩის შემდეგ კვლავ გაანათხოვრეს და მილანში წავიდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი ალ ნასრიში მის თანამემამულე კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ითამაშებს.