კვარა ძირითადშია - პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობა ლივერპულის წინააღმდეგ
20 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "პარი სენ-ჟერმენი" "ლივერპულს" უმასპინძლებს. დაპირისპირება, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელის, 23:55 საათზე დაიწყება.
პრინციპული მატჩის წინ, "პარი სენ-ჟერმენის" ძირითადი შემადგენლობა გამოქვეყნდა. "ბრესტთან" შეხვედრის მსგავსად (ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო მატჩი), პარიზული კლუბის თერთმეტეულში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია.
"პარი სენ-ჟერმენის" ძირითადი შემადგენლობა
დონარუმა - მარკინიოსი, ჰაკიმი, პაჩო, ნუნო მენდეში, ჟოაო ნევეში, ფაბიან რუისი, ვიტინია, ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.