Belive

კუმანის ორმაგი სტანდარტი? მწვრთნელი დეპაის კორინთიანსში წასვლას უპრობლემოდ შეხვდა

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერზე კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა, თუმცა კამათს თავი აარიდა. მას შემდეგ რაც მან გააკრიტიკა სტივენ ბერგვაინი, საუდის არაბეთში გადასვლის გამო, მწვრთნელი უფრო ფრთხილი იყო, როდესაც საქმე მემფის დეპაის "კორინთიანსში" გადასვლას შეეხო.

ამ თემაზე საუბარს აღარ ვაპირებ. არ მინდა კიდევ ერთხელ გავხდე განსჯის საგანი.(კორინთიანში დეპაის გადასვლის შესახებ). იქნებ უფრო ფრთხილად უნდა ვიყო, ბერგვაინის ტრანსფერზე მე ყველაფერი ვთქვი, რასაც ვფიქრობდი. შესაძლოა, უფრო რბილი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ეს მიჭირს.

ვფიქრობ, ბრაზილიას ტექნიკური და ძლიერი ჩემპიონატი აქვს, მაგრამ ამის შესახებ ბევრი რამ არ ვიცი. დეპაის ნაკრებში ყოფნას არაფერი ემუქრება, მთავარი მისი ფიზიკური კონდიცია იქნება
- განუცხადა კუმანმა NOS Sport-ს

შეგახსნებთ, რომ კუმანმა ნაკრებიდან სტივენ ბერგვაინი იმის გამო დაითხოვა, რომ ევროპიდან საუდის არაბეთს 26 წლის ასაკში მიაშურა. თავად ბერგვაინმა კი ყოფილ მწვრთნელს უპასუხა, რომ თავადაც არასდროს იმუშავებდა კაცთან, რომელიც მას საჯაროდ აყენებს შეურაცხყოფას.

სხვა სტატიები