Belive

კუმანი: ,,რეალთან მატჩში საუკეთესო მესი და საუკეთესო ბარსა გვჭირდება''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, მადრიდის ,,რეალთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ბოლო დროს კარგი შედეგები გვაქვს, გუნდი საკუთარ თავში დარწმუნებულია. გველის შესანიშნვი მატჩი მადრიდის ,,რეალთან'', რომელმაც სეზონის განმავლობაში მოუმატა და ორივენი მაქსიმუმისთვის ვიბრძვით - ეს კი ლა ლიგის მოგებაა. იმედია, მესი კვლავ გადამწყვეტ როლს ითამაშებს. ჩვენ საუკეთესო ლეო და საუკეთესო ,,ბარსელონა'' გვჭირდება. ყველაფერი იდეალურად უნდა გავაკეთოთ,'' - კუმანის სიტყვებს Marca ციტირებს.
დღეს, ლა ლიგის 30-ე ტურში, მადრიდის ,,რეალი” კატალონიის ,,ბარსელონას” უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე ,,ბარსელონა” 65 ქულით ცხრილის მე-2 პოზიციაზეა, ,,რეალი” კი 63 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები