ხავი: ,,ჩვენთვის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მშვიდი იქნება''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, განაცხადა, რომ მისი გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობით კმაყოფილია:
,,ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მშვიდი იქნება. შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და ბრძოლას ამ გუნდით ვაპირებთ.
კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც ბრძოლა ოთხივე ტიტულისთვის შეუძლია. მიზანი თასების მოგებაა,'' - ხავის სიტყვებს Marca ციტირებს.
,,ბარსელონა'' 37 ქულით ლა ლიგის მეორე პოზიციაზეა და პირველადგილოსან ,,რეალს'', რომლის ანგარიშზეც ერთით მეტი მატჩია, ერთი ქულით ჩამორჩება.
ხავის გუნდი ევროპა ლიგის პლეი-ოფში ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' ხვდება, კოპა დელ რეის 1/16-ფინალში კი ,,ინტერსიტის''.
გარდა ამისა, კატალონიელებს 12 იანვარს ,,ბეტისთან'' ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური შეხვედრა ელით.