Belive

კროოსის აზრით, რომ არა მუნდიალი, ოქროს ბურთის ფავორიტი კვარაცხელია იქნებოდა

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატმა ოქროს ბურთის გამარჯვებულის გამოვლენაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ტონი კროოსის აზრით, მუნდიალი რომ არ ჩატარებულიყო, ხვიჩა კვარაცხელიას ჯილდოს მოგების კარგი შანსი ექნებოდა. გასულ სეზონში, ქართველმა პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 16 მატჩში, მან 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. კვარაცხელიამ ლიგა 1, საფრანგეთისა და უეფას სუპერთასები და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასიც მოიგო.

სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა, ხვიჩამ, საკუთარი შესაძლებლობები მუნდიალზე ვერ გამოავლინა. კროოსის აზრით, ოქროს ბურთის გამოკითხვაში, კვარაცხელიას მიერ დაკავებული მეექვსე ადგილი ადასტურებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე, მას ჯილდოს მოგების ძალიან კარგი შანსი ექნებოდა. ამ საკითხზე, რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა საკუთარ პოდკასტში ისაუბრა.

თუ მხოლოდ სეზონის შედეგებს გავითვალისწინებთ, კვარაცხელიას კანდიდატურას ძალიან საინტერესოდ მივიჩნევდი. ჩემი აზრით, ის ევროპის საუკეთესო გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

მსოფლიო ჩემპიონატი რომ არ ჩატარებულიყო, მბაპე ხუთეულში ვერ მოხვდებოდა. მუნდიალის მოგების გარეშე, ლამინ იამალსაც გაუჭირდებოდა ხუთეულში ადგილის დაკავება. - ტონი კროოსი

სხვა სტატიები