Belive

კრისტოფ გალტიე: "მიუნხენში ბაიერნი აუცილებლად უნდა დავამარცხოთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პარი სენ-ჟერმენისა" და "ბაიერნის" მერვედფინალური დაპირისპირება გერმანელთა გამარჯვებით დასრულდა. იულიან ნაგელსმანის გუნდმა მოწინააღმდეგე კინგსლი კომანის გოლით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მარცხით პარიზელებმა 40 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულეს. კრისტოფ გალტიეს გაწვრთნილ გუნდს სწორედ 40 მატჩი არ ჰქონდა შინ წაგებული.

აღნიშნულ შეხვედრაზე თავად გალტიემაც ისაუბრა:

"ზედიზედ სამი მარცხი? ძალიან რთული პერიოდია. ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობა აშკარად შესუსტებულია. 1:0 ცუდი შედეგია, მაგრამ მიუნხენში "ბაიერნი" აუცილებლად უნდა დავამარცხოთ.

“ბაიერნსა” და “პსჟ-ს” შორის მორიგი შეხვედრა მიუნხენში “ალიანს არენაზე” გაიმართება. აღნიშნული მატჩი 8 მარტს 23:55 სათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები