გიორგი კვერნაძე კარიერას ფროზინონეში გააგრძელებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"დინამო ბათუმის" ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე კარიერას იტალიურ "ფროზინონეში" გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი იტალიურ კლუბს ერთ წლიანი იჯარის წესით შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში კვერნაძის გამოსყიდვის პუნქტიც არის ჩამატებული.
"ფროზინონე" იტალიის უმაღლეს ლიგაში 4 წლის შემდეგ დაბრუნდა.
გიორგი კვერნაძე მიმდინარე სეზონში "დინამო ბათუმის" ღირსებას იცავდა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბათუმურ კლუბში 7 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.