Belive

ტონი კროოსი უეინ რუნის კომენტარს გამოეხმაურა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, 9 მაისს "რეალ მადრიდისა" და "მანჩესტერ სიტის" გზები ჩემპიონთა ლიგაზე იკვეთება. ინგლისურ-ესპანური დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

რამდენიმე დღის წინ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთმა ლეგენდამ უეინ რუნიმ განაცხადა, რომ "სიტი" "რეალს" მარტივად გაანადგურებს.

"მანჩესტერ სიტი" "რეალს" არამარტო დაამარცხებს, არამედ გაანადგურებს. შეიძლება ვცდებოდე, თუმცა, იუნდა ითქვას, რომ "სიტი" სულ სხვა დონეზეა." - განაცხადა უეინ რუნიმ.

ამ სიტყვებზე აზრი მადრიდელთა ერთ-ერთ ლიდერს ტონი კროოს ჰკითხეს. გერმანელის თქმით, რუნის ეს სიტყვები მას მხოლოდ მოტივაციას აძლევს.

"ეს ყოველთვის ასე ხდება. გასულ წელსაც არავინ ელოდა მოგებას, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. მიუხედავად მისი სიტყვებისა, რუნი ის ადამიანია, რომელიც ძალიან მომწონს. ეს ჩვენზე არ მოქმედებს, პირიქით, უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს." - განაცხადა ტონი კროოსმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ნახევარმცველი მადრიდელთა რიგებში 2014 წლიდან ირიცხება და მათთან ერთად 4 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.

სხვა სტატიები