დი მარია: "არგენტინისთვის ყველაფერი გავეცი რაც შემეძლო, ახლა კი წასვლის დროა..."
არგენტინამ კოპა ამერიკის 1/2-ფინალში კანადას დამაჯერებლად - 2:0 მოუგო. პირველი გოლი ხულიან ალვარესმა შეხვედრის 21-ე წუთზე გაიტანა, მან დე პაულის ბრწყინვალე გრძელი გადაცემა გამოიყენა. წერტილი მესიმ დასვა და ახლა არგენტინა კოლუმბიასა და ურუგვაის შორის გამარჯვებულს ფინალში დაელოდება.
მატჩის დასრულების შემდეგ, არგენტინის ეროვნული ნაკრების ლეგენდამ - ანხელ დი მარიამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კოპა ამერიკის ფინალი მისთვის ბოლო სანაკრებო მატჩი იქნება.
"არ ვარ მზად ჩემი ბოლო მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ დროა. რაც არ უნდა მოხდეს ფინალში, ვფიქრობ, რომ შემიძლია ღირსეულად დავტოვო ნაკრები. ყველაფერი გავეცი რაც შემეძლო.
ცხოვრება დავდე ამ მაისურისთვის. იყო დრო, როდესაც არ მიმართლებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში კი. მადლობელი ვარ იმ ყველა ადამიანისთვის, ვინც მხარს მიჭერდა და გვერდში მედგა რთულ პერიოდებში..." - ანხელ დი მარია
დი მარია არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 2008 წლის 6 აგვისტოდან თამაშობს. მას ეროვნულ ნაკრებში 144 მატჩი დაუგროვდა, სადაც 31 გოლის გატანა შეძლო.
ანხელ დი მარიამ არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის და კოპა ამერიკის ტიტული მოიპოვა, ახლა კი ძალიან ახლოს არის ზედიზედ მეორედ კოპა ამერიკის მოგებასთან.
გარდა ამისა, იგი 2014 წელს წლის საუკეთესო არგენტინელ ფეხბურთელად დასახელდა.