Belive

კრისტიან ერიქსენმა სამშობლოში ვარჯიში განაახლა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრისტიან ერიქსენმა ევროპის ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ვარჯიში განაახლა. დანიელმა ნახევარმცველმა გუშინ მსუბუქი მზადება ჯერ ინდივიდუალურად, შემდეგ კი ბურთით დაიწყო. აქვე გეტყვით, რომ ერიქსენი სამშობლოში, "ოდენსეს" ბაზაზე ვარჯიშობს. სწორედ აღნიშნული გუნდის რიგებში თამაშობდა კრისტიანი "აიაქსში" გადასვლამდე. შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს ერიქსენს ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა. ფეხბურთელებისა და ექიმების დახმარებით, კრისტიანის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრა. რაც შეეხება კრისტიანის კარიერას, მას კონტრაქტი "ინტერთან" აკავშირებს, თუმცა იტალიის კანონმდებლობით, პირს, რომელსაც კარდიოსტიმულატორი უდგას, პროფესიონალურ სპორტში მონაწილეობა არ შეუძლია.

სხვა სტატიები