Belive

ინძაგი: ,,ბარსელონა ერთ-ერთია იმ სამი გუნდიდან, რომლებიც ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ინტერის'' მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, კატალონიის ,,ბარსელონასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ბარსელონა ძლიერი გუნდია. ეს არის ერთი-ერთი იმ სამი კლუბიდან, რომლებიც ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ. ამ მატჩის მნიშვნელობას კარგად ვაცნობიერებთ. ,,ბარსელონას'' მოთამაშეები აგრესიულები არიან ბურთის ართმევისას და იციან, როგორ იმოქმედონ ბურთთან ერთად. ახლა მათ ლევანდოვსკი ჰყავთ, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელია.

რა თქმა უნდა, ახლა რთულ სიტუაციაში ვართ. ,,ბაიერნთან'' მატჩში, მიუხედავად იმისა, რომ ცუდი შეხვედრა არ ჩაგვიტარებია, საკუთარი შეცდომების გამო უკვე ვიწვნიეთ. ახლა ყველანი უფრო მეტად უნდა დავიხარჯოთ, მათ შორის მეც,'' - განაცხადა ინძაგიმ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ,,ინტერი'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლებს. მატჩი ხვალ გაიმართება.

2 ტურის შემდეგ, გუნდები 3-3 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 (,,ბარსელონა'') და მე-3 (,,ინტერი'') პოზიციაზე არიან.

სხვა სტატიები