იუვენტუსის ფანებს, რომლებმაც ლუკაკუს შეურაცხყოფა მიაყენეს, სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრებათ
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ტურინის ,,იუვენტუსი'' იმ ფანების ინდენტიფიცირებას აპირებს, რომლებმაც ,,ინტერთან'' მატჩში ,,ნერაძურის'' თავდამსხმელს, რომელუ ლუკაკუს, რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ,,ბებერი ქალბატონები'' ტურინის პოლიციასთან თანამშროლობენ. დაგეგმილია 115 კამერის ჩანაწერის ამოღება, რომლებიც ,,იუვენტუსის'' საშინაო არენის ტერიტორიაზეა დამონტაჟებული.
როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, იდენტიფიცირების შემთხვევაში, გულშემატკივრებს მატჩებზე დასწრება სამუდამოდ აეკრძალებათ.
,,იუვენტუსსა'' და ,,ინტერს'' შორის კოპა იტალიის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 26 აპრილს, მილანში გაიმართება.