კრისტიან ერიქსენი მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებს
დანიის ეროვნული ნაკრების 30 წლის ნახევარმცველი - კრისტიან ერიქსენი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს. ინფორმაციას "Sky Sport"-ი და ცნობილი ბრიტანელი სპორტული ჟურნალისტები ასაჯაროვებენ.
Manchester United are set to sign Christian Eriksen, here we go! Full verbal agreement in place, as first called by @David_Ornstein. 🚨🇩🇰 #MUFC Communication sent to both Man United and Brentford today morning. Contract until June 2025, waiting for signature and medical. pic.twitter.com/63RZQWOEqh — Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 4, 2022
30 წლის დანიელი ნახევარმცველი "წითელ ეშმაკებში" უფასოდ გადავიდა და 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ამ გარიგების მთავარი ფაქტორი ერიკ ტენ ჰეგი იყო, რადგან მან ორჯერ დაურეკა ერიქსენს და მოახსენა, რომ "მანჩესტერში" ახალი პროექტისთვის სასურველი კანდიდატია. ჯერჯერობით ინფორმაცია არ დაუდასტურებია მანჩესტერულ გრანდს, თუმცა ჟურნალისტების ინფორმაციით, დღის ბოლომდე ერიქსენის ტრანსფერი დადასტურდება. კრისტიან ერიქსენი ბოლოს პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი "ბრენტფორდის" შემადგენლობაში თამაშობდა.Christian Eriksen has agreed to join Manchester United on a three-year deal after talks with Erik ten Hag. By @FabrizioRomano https://t.co/TvkkmPVkPi — Guardian sport (@guardian_sport) July 4, 2022