ნ'გოლო კანტე: "მინდა ჩელსის მომავლის ნაწილი ვიყო"
მიმდინარე სეზონი ნ'გოლო კანტესთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. მან სექტემბერში ფეხზე სერიოზული დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც ოპერაციის გაკეთება მოუწია.
დიდი დრო არ არის გასული რაც კანტე გუნდს დაუბრუნდა და "ჩელსი" ისეთი აღარ არის, როგორიც ფრანგმა დატოვა. ლონდონელები 35 ტურის შემდეგ, მე-11 პოზიციას იკავებენ.
ამ ყველაფრის ფონზე ნახევარმცველის მიმართ არაერთი კლუბის იჩენს ინტერესს. იტალიიდან “იუვენტუსსა” და “ინტერს” სურს ფეხბურთელის გადაბირება. არის შესაძლებლობა, რომ ნ’გოლომ საფრანგეთში, კერძოდ, “პსჟ-ში” ითამაშოს, თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა. ყველაზე რეალური ვარიანტი კი, თანაქალაქელ "არსენალში" გადასვლაა.
🔔 | N'Golo Kante 'agrees' to join Arsenal from Chelsea at the end of the season https://t.co/PP8PkVLxlM
— SportFever (@SPORTFVR) April 28, 2023
მიუხედავად ამისა კანტემ განაცხადა, რომ მას გუნდში დარჩენა სურს და არსად წასვლას არ აპირებს.
"დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ მინდა ჩელსის მომავლის ნაწილი ვიყო. საკმაოდ ამაღელვებელი პროექტია. სამწუხაროდ ისეთი სეზონი არ გვქონდა, როგორიც "ჩელსის" შეეფერება. ვნახოთ მომავალში სად ვიქნები, დიდი იმედი მაქვს აქ დავრჩები." - განაცხადა კანტემ Football Daily-სთან საუბრისას.
N’Golo Kanté on new contract talks: “I want to be part of Chelsea future, for sure. It's an exciting project”. 🚨🔵 #CFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 11, 2023
“Unfortunately this season was not at Chelsea level but we want to go the way of success. Let's see where I will be but I hope here”, says via @footballdaily. pic.twitter.com/YmHutQrWa9