Belive

გრინვუდი: "ტუხელს დაველაპარაკები და შემდეგ გადავწყვეტ იამაიკის ნაკრებში ვითამაშებ თუ არა..."

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

23 წლის ინგლისელ ფეხბურთელს - მეისონ გრინვუდს, ინგლისის ნაკრებში ტომას ტუხელის მოსვლის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი და იმედი გაუჩნდა.

ამის შესახებ მან ფრანგულ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ტუხელთან საუბარს აპირებს.

"ტომას ტუხელის ინგლისის ნაკრებში დანიშვნა მშვენიერი ამბავია. ის ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია და ეს ყველაფერი ინგლისს გამოადგება.

მიხარია, რომ საუთგეიტი შეიცვალა, რადგან ის ცუდ მწვრთნელთან ერთად არასასიამოვნო პიროვნება იყო, რომელმაც მეორე შანსი უბრალოდ არ მომცა.

ინგლისის ნაკრების გარდა შემოთავაზება იამაიკიდან მაქვს - სწორედ ამიტომ, მინდა რომ ტუხელს გავესაუბრო და ვკითხო ჩემი შანსების შესახებ, რის შემდეგაც გადავწყვეტ თუ რომელი ნაკრების სახელით ვითამაშო.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელისთვის პრიორიტეტული ყოველთვის ეროვნულ ნაკრებში თამაშია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ინგლისის ნაკრებში მეორე შანსს ვერც ტუხელისგან მივიღებ, ავდგები და წავალ, იამაიკის ნაკრებში ვითამაშებ..." - მეისონ გრინვუდი

მეისონ გრინვუდს ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ერთი თამაში აქვს ნათამაშები. მისი დებიუტი 2020 წლის 5 სექტემბერს ისლანდიის ნაკრებთან შედგა, ამის შემდეგ კი, დიდ სკანდალში გაეხვა - გრინვუდი სკანდალური ფიგურა მას შემდეგ გახდა, რაც 2022 წელს გაუპატიურების მცდელობისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გრინვუდმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ, საფეხბურთო კარიერა "ხეტაფეში" გააგრძელა, სადაც ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და "მარსელში" გადავიდა. მას პრეტენზია ჰქონდა ინგლისის ნაკრებში თამაშზეც, თუმცა აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი - გარეთ საუთგეიტი ამბობდა, რომ სანამ ის ინგლისის ნაკრებში იმუშავებდა, ამ ნაკრებში მეისონ გრინვუდის ადგილი არ მოიძებნებოდა.

მეისონ გრინვუდმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა, სადაც 6-ჯერ გოლის გატანა, ხოლო 2-ჯერ საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები