Belive

კრიშტიანუ რონალდუ თვის საუკეთესო ფეხბურთელი მეოთხედ გახდა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მარტში პორტუგალიელმა, საუდის არაბეთის ჩემპიონატში, "ალ-ნასრის" ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. "ელ-რიადთან" თამაშში (1:3) რონალდუმ 90 წუთი ითამაშა და გოლი არ გაუტანია, ხოლო "ალ-ტაისთან" (5:1) მატჩში, სადაც ალ-ნასრი 36-ე წუთიდან უმცირესობაში იმყოფებოდა, ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ამ სეზონში, რონალდუ მეოთხედ გახდა საუდის არაბეთის ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშე. მან ეს ჯილდო მანამდე აგვისტოში, სექტემბერსა და დეკემბერში მიიღო.

თავდამსხმელმა ალ-ნასრის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 34 მატჩში 33 გოლი და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის საუდის არაბეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიას 26 გოლით ლიდერობს.

სხვა სტატიები