Belive

კრიშტიანუ რონალდუ მორიგ რეკორდთან ძალიან ახლოსაა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ალ ნასრის" პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ მორიგ რეკორდთან ძალიან ახლოსაა. მას შანსი აქვს რომ თავის კარიერაში 4 უმაღლესი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. რონალდუს ეს შედეგი 3 უმაღლეს დივიზიონში უკვე დაფიქსირებული აქვს - "მანჩესტერ იუნაიტედში", "რეალ მადრიდში" და "იუვენტუსში", ეს რამდენიმე ფეხბურთელს გაკეთებული აქვს, მათ შორის რომარიოს, ალფრედო დი სტეფანოს, რუდ ვან ნისტელროის, რობერტ ლევანდოვსკის და ლუის სუარესს.

4 უმაღლეს დივიზიონში საუკეთესო ბომბარდირი კი არასდროს არავინ გამხდარა, კრიშტიანუ რონალდუს საუდის არაბეთის პრო ლიგაში უკვე 26 გოლი აქვს გატანილი და ამ შედეგთან ძალიან ახლოსაა, თან უნდა აღინიშნოს, რომ მეორეადგილოსან ალექსანდრ მიტროვიჩს 22 გოლი აქვს, მაგრამ მძიმე ტრავმა მიიღო და პორტუგალიელს უფრო დიდი შანსი აქვს, რომ ბომბარდირი გახდეს.

სხვა სტატიები