Belive

დაივიწყეთ მარტინელი - რონალდუ ალ ნასრს რეალის ვარსკვლავის შეძენას ურჩევს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუმ ალ ნასრის ხელმძღვანელებს ურჩია, რომ არსენალის ფეხბურთელის სანაცვლოდ 73 მილიონი ევრო არ გადაიხადონ და არჩევანი რეალის ვარსკვლავზე შეაჩერონ.

პორტუგალიელ სუპერვარსკვლავთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, ალ ნასრმა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა დაიწყო და ისეთი სახელოვანი ფეხბურთელების დამატებას ცდილობს, როგორიცაა ლივერპულის ლუის დიასი და არსენალის გაბრიელ მარტინელი. არაბულ კლუბს მოლაპარაკებები დაწყებული აქვს, მაგრამ რონალდუ მიიჩნევს, რომ ალ ნასრმა მადრიდის რეალის ვარაკვლავი, როდრიგო უნდა დაიმატოს.

ესპანიურ მედია საშუალებებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ როდრიგოს ხაბი ალონსოს რეალში საკუთარი ადგილის პოვნა უჭირს და ის ასევე განიხილავს სამეფო კლუბის დატოვების შესაძლებლობას.

სხვა სტატიები