Belive

კრიშტიანუ რონალდუ მბაპეს რეალში გადასვლას გამოეხმაურა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ კილიან მბაპე კარიერას მადრიდის ,,რეალში'' გააგრძელებს.

ფრანგმა ფეხბურთელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა და აღნიშნა, რომ ,,სამეფო გუნდში'' გადასვლით ოცნება აიხდინა.

კილიანის ,,რეალში'' გადასვლას ინსტაგრამზე კრიშტიანუ რონალდუ გამოეხმაურა:

,,ახლა ჩემი დროა, რომ გიყურო! მოუთმენლად ველი, როდის დაანთებ ცეცხლს ბერნაბეუზე!'' - კრიშტიანუ რონალდუ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა, რომელმაც გასული სეზონის დასრულების შემდეგ ,,პარი სენ ჟერმენი'' დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა, ,,სამეფო კლუბთან'' 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კილიანი ,,რეალში'' 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მადრიდული გრანდის ღირსებას ბოლოს ამ ნომრით ქარიმ ბენზემა იცავდა (2010-2023 წლებში).

როგორც Le Parisien წერს, უკვე გადაწყვეტილია, რომ ერთი სეზონის შემდეგ, როცა ,,რეალს'' ლუკა მოდრიჩი დატოვებს, კილიანი ნომერს შეიცვლის და 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.

გასულ სეზონში მბაპემ ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 48 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები