Belive

სახელფასო ომი - ვინისიუსი იმდენივეს ითხოვს, რამდენიც მბაპეს აქვს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

adena SER-ის ინფორმაციით, ვინისიუს ჟუნიორი იმდენივე ხელფასს ითხოვს, რამდენიც მბაპეს აქვს. რეალსა და ბრაზილიელს შორის, ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები შეჩერებულია.

ამ ეტაპზე, ხელმძღვანელობა ვინისიუსის ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მზად არ არის, პერესი გაკვირვებული დარჩა, რადგან მოთხოვნა მას შემდეგ გაკეთდა, რაც ფეხბურთელმა გასულ სეზონში, საუკეთესო შედეგი ვერ აჩვენა.

მადრიდული კლუბი სიმშვიდეს ინარჩუნებს და იმედოვნებს, რომ ერთ წელიწადში შეთანხმებას მიაღწევს. თუ პროგრესი არ იქნება, შესაძლოა ვინისიუსის გაყიდვა განიხილონ. მისით საუდის არაბეთში დიდი ინტერესია. 25 წლის ბრაზილიელის კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.

ამ მომენტისთვის, ვინისიუსის ხელფასი 15 მილიონი ევროა, მბაპე კი მასზე მხოლოდ 3 მილიონი ევროთი მეტს იღებს.

სხვა სტატიები