უმცროსმა რონალდუმ პორტუგალიის 16-წლამდე ნაკრებში პირველი მატჩი ჩაატარა
კრიშტიანუ რონალდუს უფროსმა ვაჟმა, კრიშტიანუ რონალდუ ჯუნიორმა, პორტუგალიის 16-წლამდელთა ნაკრებში პირველი მატჩი ჩაატარა. პორტუგალიამ თურქეთს 2:0 მოუგო.
პორტუგალია სპორტინგ ლიპსის ფეხბურთელის, სამუელ ტავარეშის და ბრაგას წევრის, რაფაელ კაბრალის გოლების წყალობით იგებდა - ანტალიაში გამართულ შეხვედრაში, რონალდუ ჯუნიორი მოედანზე მსაჯის მიერ დამატებულ დროში შევიდა.
15 წლის რონალდუ ჯუნიორი თავდამსხმელის პოზიციაზე, ალ ნასრის ახალგაზრდულ აკადემიაში თამაშობს. უმცროსი რონალდუ პორტუგალიის 15-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა და გოლებიც გაიტანა.
ხუთშაბათის თამაში იყო პირველი იმ სამი მატჩიდან, რომელსაც პორტუგალიის 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთში, ფედერაციის თასის ტურნირის ფარგლებში ითამაშებს. პორტუგალია შაბათს უელსს დაუპირისპირდება, ხოლო ტურნირს ორშაბათს, ინგლისის წინააღმდეგ დაასრულებს.