Belive

ვის რამდენი პენალტი გაუფუჭებია 21-ე საუკუნეში?

22 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

11 მეტრიდან გოლის გატანა არც ისე ადვილია, როგორც ეს გარედან ჩანს. ამის დასტურია ისიც, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეებსაც კი არაერთი თერთმეტმეტრიანი აქვთ გაფუჭებული. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ფეხბურთში გვხვდებიან მაღალი კლასის შემსრულებლები, რომლებსაც აქვთ უნარი, გაუძლონ გარეშე ხმაურსა და ფსიქოლოგიურ წნეხს და ბურთი ზუსტად მიზანში მოარტყან.

როგორც წესი, თითოეულ გუნდს ჰყავს პენალტების შტატიანი შემსრულებელი - მოთამაშე, რომელიც გამძლეა სტრესული გარემოს მიმართ და ფლობს დარტყმის ზუსტ ტექნიკას. შეცდომისგან დაზღვეული ყველაზე სტაბილური ფეხბურთელებიც არ არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ წინააღმდეგ ემი მარტინესის ან იასინ ბონოს მსგავსი, პენალტების მოგერიების უნარით ცნობილი მეკარეები თამაშობენ. საფრანგეთსა და მაროკოს შორის პირველ ტაიმში, სწორედ ბონომ აუღო მბაპეს, რაც კილიანისთვის მუნდიალებზე გაფუჭებული პირველი პენალტი იყო.

გთავაზობთ ფეხბურთელთა სიას, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი პენალტი გააფუჭეს:

1)კრიშტიანუ რონალდუ - 36/83.5%

2)ლიონელ მესი - 34/77.3%

3)ნეიმარი - 22/80.9%

4)ჩირო იმობილე - 19/81.9%

5)ფრანჩესკო ტოტი - 18 /81.1%

6)ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 17/83.6%

7)რონალდინიო - 16/81.1%

8)ედინსონ კავანი - 16/79.7%

9)კილიან მბაპე - 15/77.2%

10)ანტონიო დი ნატალე - 14/75.8%

11)სერხიო აგუერო - 14/77.4%

პროცენტული მაჩვენებლები მიუთითებს იმას, თუ სულ შესრულებული ყველა პენალტიდან რამდენი დაარტყეს ზუსტად.

სხვა სტატიები