კოსტაკურტამ ევროპის საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველები დაასახელა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მილანის'' ლეგენდარული მცველის, ალესანდრო კოსტაკურტას აზრით, ჰაკან ჩალჰანოღლუ ამ მომენტისთვის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველია:
,,ჰაკან ჩალჰანოღლუ ახლა როდრის შემდეგ ევროპის უძლიერესი ცენტრალური ნახევარმცველია!
ის და ლაუტარო ინტერის ლიდერები არიან... მეტიც, შესაძლოა, თურქი სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელიცაა! ის არაჩვეულებრივი მოთამაშეა! - ალესანდრო კოსტაკურტა
მიმდინარე სეზონში ჩალჰანოღლუს ანგარიშზე ,,ინტერის'' მაისურით ჩატარებულ 24 შეხვედრაში 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
29 წლის ნახევარმცველს ,,ნერაძურისთან'' კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.