საქართველომ არგენტინის ნაკრები გაანადგურა
3 კვირის წინ
სხვა
1 წთ
საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრები 6:1 დაამარცხა. 2 გოლი გაიტანა გიორგი ხაბალაევმა, 2 ნიკოლოზ კოპლატაძემ, თითო-თითო გოლი კი გიორგი ობოლაძის და ნიკოლოზ დადიანის ანგარიშზეა.
დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ხაბალაევი დასახელდა.
პირველ შეხვედრაში საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრები 2:0 დაამარცხა.
ჩვენი გუნდი მომავალ შეხვედრას 26 მაისს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 18:15 სთ-ზე დაიწყება.