Belive

მესიმ კოპა ამერიკაზე უნიკალური რეკორდი დაამყარა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა ამერიკა არგენტინისა და კანადის დაპირისპირებით გაიხსნა. "ალბისელესტემ" გულშემატკივრებს იმედი არ გაუცრუა და მეტოქე დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

არგენტინის გამარჯვებაში ლომის წილი ლეო მესიმ დაიდო, რომელმაც 1 საგოლე გადაცემა შეასრულა და 5 საგოლე შანსი შექმნა. კანადის წინააღმდეგ შესრულებული საგოლე გადაცემით, მესიმ კოპა ამერიკაზე უნიკალური რეკორდი დაამყარა - კერძოდ, მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 7 კოპა ამერიკაზე შეძლო ასისტის გაკეთება.

მესის ასევე ეკუთვნის კოპა ამერიკაზე შესრულებული საგოლე გადაცემებისა (18) და კოპა ამერიკის ერთ კონკრეტულ ტურნირზე შესრულებული ყველაზე მეტი (5) საგოლე გადაცემის რეკორდი.

სხვა სტატიები