Belive

"კოპა ამერიკაზე ბრაზილიის არცერთ გამარჯვებას არ ვიზეიმებ" - რონალდინიო

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა ამერიკის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. როგორც ყოველთვის, წელსაც, ბრაზილია ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მაგრამ, ამას არ ფიქრობს ლეგენდარული რონალდინიო, რომელმაც საკმაოდ უცნაური განცხადება გაავრცელა. გაუჩომ საკუთარი ნაკრების მიმართ კრიტიკა არ დამალა და ისიც აღნიშნა, რომ "პენტა კამპეონეს" შეხვედრების ყურებას არ აპირებს.

მორჩა მეგობრებო, კოპა ამერიკაზე ბრაზილიის მატჩების ყურებას არ ვაპირებ და არც გამარჯვებას ვიზეიმებ. მათთვის ვისაც ბრაზილიური ფეხბურთი უყვარს სამწუხარო მომენტი დგას. თამაშის საყურებლად სულის პოვნა ძალიან რთულია. ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გუნდია. არ გვყავს პატივსაცემი ლიდერები და გუნდის უმრავლესობას საშუალო დონის ფეხბურთელები წარმოადგენენ. ამაზე ცუდი მდგომარეობა არასდროს მინახავს. გუნდში ბრაზილიისა და ფეხბურთის სიყვარულის ნაკლებობაა. ჩვენი შესრულება ერთ-ერთი ყველაზე ცუდია რაც მინახავს. ეს ძალიან სამარცხვინოა. - განაცხადა რონალდინიომ

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის დაწყებამდე ბრაზილიის ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. პირველ შემთხვევაში სამხრეთ ამერიკელებმა მექსიკა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხეს. მეორე კი აშშ-სთან გამართეს და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკის პირველობა 21 ივნისს არგენტინისა და კანადის შეხვედრით დაიწყება. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 04:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები