ჩაკვეს კვლავ მწვრთნელი შეუცვალეს - უოტფორდში ყოფილი თავკაცი დაბრუნდა
გიორგი ჩაკვეტაძემ მწვრთნელი კიდევ ერთხელ შეიცვალა - სეზონის არც თუ ისე სახარბიელო სტარტი არ აპატიეს ურუგვაელ მწვრთნელ - პაულო პეზოლანოს, რომელიც 10 მატჩის შემდეგ გააგდეს.
Watford have sacked Paulo Pezzolano after just 10 games 😬
— Match of the Day (@BBCMOTD) October 8, 2025
Former boss Javi Gracia returns to Vicarage Road after his first spell in charge in 2018 ✅ pic.twitter.com/4URg1PUoGx
პაულო პეზოლანო კლუბში ახალი სეზონის სტარტზე დაინიშნა და მას შემდეგ 10 მატჩის ჩატარება მოასწრო, საიდანაც 9 ჩემპიონშიპში იყო (3 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება), მხოლოდ ერთი კი EFL თასზე, სადაც დამარცხდა და კლუბი ასპარეზობას გამოეთიშა.
ასე და ამგვარად, უოტფორდს ახალი ესპანელი მწვრთნელი ჰყავს - ხავი გარსია, რომელიც ამ კლუბში 2018/2019 წლებში მუშაობდა.
ხავი გარსიას საკმაოდ ხანგრძლივი, თუმცა არც თუ ისე დასამახსოვრებელი კარიერა აქვს. უორფორდამდე იგი: რუბინში, მალაგაში, ოსასუნასსა და ალმერიაში მუშაობდა, უოტფორდის დატოვების შემდეგ კი მან 1 სეზონით ვალენსია ჩაიბარა, შემდეგ ალ სადში წავიდა, ხოლო ბოლოს 2023 წელს ლიდსი სულ რაღაცა 12 მატჩით ჩააბარეს, სასურველი ფეხბურთისა და შედეგის ვერ დადების შემდეგ კი კლუბიდან დაითხოვეს.
ხავი გარსია 2023 წლის შემდეგ პირველად უბრუნდება სამწვრთნელო კარიერას და იგი კვლავ უოტფორდს უხელმძღვანელებს.