Belive

"კოპა ამერიკას შემდეგ ნაკრებს დავტოვებ" - ანხელ დი მარია

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ნაკრებისა და "ბენფიკას" შემტევმა, ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ მომავალ წელს ნაკრებს დატოვებს. აშშ-ში გასამართი კოპა ამერიკა ანხელისთვის ბოლო ტურნირი იქნება.

კოპა ამერიკა და შემდეგ ყველაფერი დასრულდება. "ბენფიკაში" დავბრუნდი. ისინი საშუალებას მაძლევენ, რომ ნაკრებში მაღალ დონეზე ვიასპარეზო. ძალიან მინდა კოპა ამერიკაზე თამაში. იმედი მაქვს ამ ტურნირზე წასვლას შევძლებ. - განაცხადა დი მარიამ Urbana Play-სთან საუბრისას

35 წლის ფეხბურთელს არგენტინის ნაკრებში 138 შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან 38-ჯერ შეძლო მეტოქის დამწუხრება. ანხელს "ალბისელესტესთან" ერთად კოპა ამერიკა და მსოფლიო ჩემპიონატიც აქვს მოგებული.

სხვა სტატიები