Belive

კონტემ ჩელსისგან ლუკაკუზე თანხმობა მიიღო, მაგრამ ნაპოლიმ შესაძლოა კვარა დაკარგოს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანტონიო კონტე უახლოეს დღეებში "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი გახდება. იტალიელი სპეციალისტი რომელუ ლუკაკუს ტრანსფერითაა დაინტერესებული, ნეაპოლურ გუნდს ბელგიელი ფორვარდის ყიდვა უკვე შეუძლია, რადგან ლონდონის "ჩელსისგან" მათ თანხმობა მიიღეს. ლუკაკუ დიდი ალბათობით ვიქტორ ოსიმენს შეცვლის.

"ნაპოლიში" სხვა მოვლენებიც შესაძლოა განვითარდეს, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით ხშირია საუბრები, ქართველ შემტევს "პსჟს" უკავშირებენ და ფრანგული გუნდი კვარაში 100 მილიონის გადახდასაც აპირებს.

რომელუ ლუკაკუმ კონტეს ხელმძღვანელობით "ინტერში" 95 მატჩში 64 გოლი გაიტანა. ბელგიელი ფორვარდი მილანური გუნდიდან "ჩელსიში" გადავიდა, საიდანაც ერთწლიანი იჯარით "რომაში" წავიდა, მას საიჯარო ხელშეკრულება რომაულ გუნდთან ამ ზაფხულს უმთავრდება.

სხვა სტატიები