Belive

ლუკაკუ: ,,ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელი ქარიმ ბენზემაა''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ნაპოლის თავდამსხმელს, რომელუ ლუკაკუს, ჰკითხეს - 32 წლის ასაკში შეუძლია თუ არა უმაღლესი დონის ფეხბურთელს კიდევ უფრო განვითარდეს?

,,რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ უფრო და უფრო მეტი გავაკეთოთ, სახლში სპორტდარბაზიც კი მაქვს...

მესი, რონალდუ, ლევანდოვსკი და იბრაჰიმოვიჩი დიდებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ ჩემთვის სამაგალითო ქარიმ ბენზემაა, რომელმაც ოქროს ბურთი
32 წლის შემდეგ მოიგო.

წინ სწორი მენტალიტეტით უნდა იყურო, სწორედ ამას ამბობს ლებრონ ჯეიმსიც.'' - რომელუ ლუკაკუ

გასულ სეზონში ლუკაკუმ ნაპოლის მაისურით ჩატარებულ 38 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა. 32 წლის თავდამსხმელმა ნეაპოლურ გუნდთან ერთად სერია A მოიგო.

სხვა სტატიები