Belive

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების მეტოქეები გახდა ცნობილი.

ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქართული კლუბები "ტირანას", "სარაევოსა" და "დუნაისკა სტრედას" დაუპირისპირდებიან.

იმ შემთხვევაში თუ ბათუმის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო" და გორის "დილა" პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვას შეძლებენ, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მათი მეტოქეები ცნობილია.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი

"ტირანა" / ბათუმის "დინამო" - "ბეშიქთაში"

"დუნაისკა სტრედა" / გორის "დილა" - "ვორსკლა"

ქუთაისის "ტორპედო" / "სარაევო" - "აქტობე"

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ივლისსა და აგვისტოში გაიმართება.

სხვა სტატიები