კონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
20 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, 2023/24 წლების ევროტურნირების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 16:00, ხოლო კონფერენც ლიგის - 17:00 საათზე დაიწყება.
ცნობილია, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, "დინამო თბილისის" სავარაუდო მეტოქეები 5-მდე შემცირდა. კონფერენს ლიგაზე ქართულ კლუბებს არანაკლებ საინტერესო მეტოქეები ელით. აღსანიშნავია, რომ განთესილთა შორის მხოლოდ ბათუმის "დინამოა", გორის "დილა" და ქუთაისის "ტორპედო" განუთესავთა შორის მოხვდნენ.
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
ბათუმის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები: "ტირანა" (ალბანეთი), "ჟელეზნიჩარი" (ბოსნია-ჰერცეგოვნია), "ზიმბრუ" (მოლდოვა), "ბირკირკარა" (მალტა), "არსენალ ტივატი" (მონტენეგრო).
გორის "დილას" სავარაუდო მეტოქეები: "დუნაისკა სტრედა" (სლოვაკეთი), "პიუნიკი" (სომხეთი), "რფს" (ლატვია), "ტობოლი" (ყაზახეთი), "მილსამი" (მოლდოვა).
ქუთაისის "ტორპედოს" სავარაუდო მეტოქეები: "არარატ-არმენია" (სომხეთი), "სუტიესკა" (მონტენეგრო), "სარაევო" (ბოსნია-ჰერცოგოვინა), "ვადუცი" (ლიხტენშტაინი), "დომჟალე" (სლოვენია).