Belive

"გიორგი არაბიძე ძალიან მაღალ დონეზეა, თუმცა მე ეროვნულ ნაკრებს არ ვწვრთნი" - სტივ კინი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქუთაისის "ტორპედო" საკუთარ არენაზე "სამტრედიას" შეხვდა, სადაც ქუთაისელებმა პირველ ტაიმში მატჩის ბედი გადაწყვიტეს და სამბურთიანი უპირატესობით 30-ე წუთზე უკვე იგებდნენ. პირველი გოლი საკუთარ კარში ერიკ ბარიოსმა გაიტანა, 2:0 ანგარიში დააფიქსირა ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა, პენალტის ნიშნულიდან გაიტანა და სამი ბურთით საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა გიორგი არაბიძემ. მეორე ტაიმში ბიორნ იონსენმა დუბლი შეასრულა და ანგარიში 4:0 გახადა. "სამტრედიამ" კი პრესტიჟის გოლი გაიტანა, ეს ომრან ჰაიდარმა მოახერხა და შეხვედრა 4:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა

გიორგი არაბიძე? მე არ უნდა მისვამდეთ კითხვას მის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით, რადგან არ ვარ ნაკრების მწვრთნელი. ტორპედოს ვწვრთნი და ბოლო 7-8 თვეში მისი პროგრესით მოხარული ვარ. შესაძლოა, ვინმე თვლის, რომ არაბიძე მხოლოდ ბურთითაა ეფექტური, თუმცა ასე არ არის. ვაკეთებთ ანალიზს, უბურთოდაც ვნახულობთ მის მონაცემებს... ძალიან მაღალ დონეზეა. მესმის გულშემატკივრის პოზიციის და მათ ვეთანხმები, თუმცა მე ეროვნულ ნაკრებს არ ვწვრთნი. - სტივ კინი - ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები