Belive

კონფერენს ლიგა: მესამე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
18 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის 2022/23 წლების სეზონის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ცნობილი გახდა იმ ქართული კლუბების მეტოქეებიც, რომლებიც გათამაშების მეორე ეტაპზე შემორჩნენ. იმ შემთხვევაში, თუ "დინამო ბათუმი" პოზნანის "ლეხის" ბარიერს დაძლევს და მესამე ეტაპის საგზურს მოიპოვებს, მაშინ აჭარული კლუბი ისლანდიური "ვიკინგურისა" და უელსური "ნიუ სეინთსის" წყვიშლი გამარჯვებულს დაუპირისპირდება. რაც შეეხება "საბურთალოს", ბუქარესტის "სტიაუსთან" წარმატების მიღწევის შემთხვევაში, თბილისელები ფარერების კუნძულების წარმომადგენელ "ვიკინგურსა" და სლოვაკურ "დუნაისკა სტრედას" შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. ორივე ქართული კლუბი მეორე ეტაპის შეხვედრას 21 ივლისს ჩაატარებს. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი პირველ შეხვედრას სტუმრად, პოლონეთში, ხოლო დავით ყიფიანის სახელობის მოქმედი გამარჯვებული საშინაო კედლებში გამართავს.  

სხვა სტატიები