უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებული “საბურთალო” ბუქარესტის “სტიაუას” დაუპირისპირდება.
მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ქართული გუნდის შემადგენლობა უკვე ცნობილია, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:
ძირითადი შემადგენლობა: თორნიკე მეგრელიშვილი - გიორგი გოჩოლეიშვილი, ლევან კაკუბავა (კ), გია ჩადუნელი, გიორგი ჯინჯოლავა - ბაქარ ქარდავა, შოთა ნონიკაშვილი - იური ტაბატაძე, ლევან ნონიკაშვილი, გიორგი გულიაშვილი - ირაკლი სიხარულიძე.სათადარიგოთა სკამი: ბექა ქურდაძე - საბა მამაცაშვილი, გურამ გოშთელიანი, გიზო მამაგეიშვილი, გეგი გეგუჩაძე, ოთარ მამაგეიშვილი, ჟულიოვინისიუსი, ლუკა ქოქოსაძე, ბენედიკმიოჩი.
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ნოზაძე.სათამაშო სქემა: 4-2-3-1.
“საბურთალოსა” და “სტიაუას” დაპირისპირება 21 ივლისს, “დინამო არენაზე” გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.