კონმებოლმა კოპა ამერიკის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კოპა ამერიკის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ, კონმებოლმა ტურნირის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა.
გუნდში ყველაზე მეტი, 5 ფეხბურთელი არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან მოხვდა:
მეკარე - ემილიანო მარტინესი
მცველები - ალისტერ ჯონსტონი, დევინსონ სანჩესი, კრისტიან რომერო, პიერო ინკაპიე
ნახევარმცველები - მანუელ უგარტე, როდრიგო დე პაული, ხამეს როდრიგესი
თავდამსხმელები - რაფინია, ლაუტარო მარტინესი, ლეო მესი
კოპა ამერიკის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა კოლუმბია დამატებით დროში, ლაუტარო მარტინესის გოლით დაამარცხა და ტურნირი ისტორიაში მეთექვსმეტედ მოიგო.