კომპანის კოლაფსის საგანგაშო მიზეზი ცნობილია - გადაღლილობა არაფერ შუაშია!
ვენსან კომპანიმ რეკორდმაისტერის საწრვთნელ ბაზაზე გონება დაკარგა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარებით მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. კოლაფსიდან 5 დღის შემდეგ, კომპანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის უკვე საკუთარ სახლში იმყოფება. შედეგად, ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა საზოგადოებას რეალური დიაგნოზი გაუმხილა.
მაქს ებერლის მტკიცებით, კომპანის კოლაფსის მიზეზი გადაღლილობა ნამდვილად არ ყოფილა - საქმე გაცილებით უფრო კომპლექსური და საგანგაშოა. მიუნხენის კლინიკის ექიმებმა დაადასტურეს, რომ ბელგიელ სპეციალისტს მენინგიტი ჰქონდა და სწორედ ტვინის მფარავი გარსის ანთებამ გამოიწვია კოლაფსი.
სამედიცინო პერსონალმა ვენსანის კოლაფსის მიზეზად მენინგიტი დაასახელა. ის, რაც პარასკევს მოხდა, ტვინის მფარავი გარსის ანთებამ გამოიწვია. მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს დაავადებაა და გონების დაკარგვა გადაღლილობას არ გამოუწვევია. - მაქს ებერლი.
❤️🤍 Vincent Kompany has left the hospital and he’s back home, on the way to recover as Bayern want him to rest and feel 100% good before returning on the touchline.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 29, 2026
Beautiful news. 👏🏼 pic.twitter.com/5ApjChRAdm
როგორც აღვნიშნეთ, კომპანი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს და მკურნალობას სახლში განაგრძობს. ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის შეძლებს დაბრუნებას და სამწვრთნელო საქმიანობის განახლებას, მაგრამ უდიდესი ალბათობით, 31 ოქტომბერს, ბაიერნისა და დორტმუნდის დაპირისპირება კომპანის გარეშე ჩაივლის.