Belive

კომპანია ბეთლაივსა და სამ სპორტულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

კომპანია „ბეთლაივი“ სამი სპორტული ფედერაციიის ოფიციალური სპონსორი გახდა. მხარეებს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ, „ბეთლაივმა“ რაგბის კავშირთან, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი, რაც საერთო პროექტებზე კოლაბორაციას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ქართული სპორტის აქტიურ მხარდაჭერასა და მედია ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს.

აღნიშნული შეთანხმებით, „ბეთლაივი“ ადასტურებს, რომ ქართული სპორტის ფინანსური და მედია მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგიის უცვლელი ნაწილია. კომპანიის ხედვით, კერძო სექტორის ჩართულობა სპორტის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს. „ბეთლაივში“ იმედს გამოთქვამენ, რომ რაგბის, ძიუდოსა და ჩოგბურთის მხარდაჭერა სხვა კომპანიებისთვის სტიმულის მიმცემი გახდება, რაც ქართული სპორტის პროგრესზე მნიშვნელოვნად აისახება.

პრეზენტაცია 20 თებერვალს, 12:00 საათზე,  სასტუმრო „პულმანში“ გაიმართა. ღონისძიებას როგორც „ბეთლაივის“, ასევე სამივე ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.



„ეს ყველაფერი ჩვენთვის, კომპანია "ბეთლაივისთვის", ქართული სპორტის უპირობო მხარდაჭერას გულისხმობს. ამავდროულად, გვინდა, მაგალითი კერძო სექტორის წარმომადგენელ სხვა კომპანიებსაც მივცეთ, ვინაიდან ქართული სპორტი განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს, ბიზნესის ჩართულობით კი წარმატებამდე მისასვლელი გზა გაცილებით უფრო ადვილი ხდება. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, „ბეთლაივი“, როგორც ინოვატორი კომპანია, ბევრ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ“, - აღნიშნა „ბეთლაივის“ კომერციულმა დირექტორმა, ნიკოლოზ ღუდუშაურმა.

კერძო სექტორის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ხაზგასმით ისაუბრეს მემორანდუმში მონაწილე ფედერაციების წარმომადგენლებმაც. მათი განცხადებით, „ბეთლაივთან“ ერთად დაგეგმილი პროექტები ქმნის ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც სპორტის პოპულარიზაციას, მეტ ხელმისაწვდომობასა და მოთამაშეთა უფრო ახლოდან გაცნობას შეუწყობს ხელს.


Microsoft-Teams-image

სხვა სტატიები