Belive

ალემაო: "სამწუხაროა, რომ ამ ბედნიერ დღეებს მარადონა ვერ უყურებს..."

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა - ალემაომ (რიკარდო როჯერიო დე ბრიტო), ნეაპოლური კლუბის მოახლოებულ ჩემპიონობაზე ისაუბრა.

ალემაო "ნაპოლიში" იმ დროს თამაშობდა, როდესაც ბოლოს ნეაპოლურმა კლუბმა მარადონასთან ერთად სერია A-ს ტიტული მოიპოვა.

"ძალიან დასანანი და სამწუხაროა, რომ მარადონა ცოცხალი არ არის და ამ ბედნიერ დღეებს საკუთარი თვალით ვერ უყურებს და აღიქვამს. ის წარმოუდგენლად ბედნიერი იქნებოდა და კიდევ უფრო დიდი ხანი იცოცხლებდა".

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი "ნაპოლის" წლევანდელი წარმატების მთავარ ვარსკვლავად, 22 წლის ქართველ შემტევს - ხვიჩა კვარაცხელიას ასახელებს.

"დიახ, მეც კვარადონად მოვიხსენიებ მას, თუმცა მათ შედარებას ნამდვილად არ დავიწყებ. მარადონა უბრალოდ გენიოსი იყო, ამისათვის კი კვარას ბევრი სამუშაო აქვს. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელ წარმატებაში მთავარი როლი სწორედ ქართველმა ბიჭმა შეიტანა."

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მარადონას ნაპოლიც გაიხსენა.

"ჩვენი ნაპოლი ძალიან კომპაქტური გუნდი იყო, მთავარი ლიდერად კი მარადონა გვევლინებოდა. ჩვენ ყოველდღე ვფიქრობდით, რომ გავიმარჯვებდით. რთული იყო ნაპოლის მაისურის მორგება. ისინი მტრული ბანერებით გვესალმებოდნენ და აფრიკელებს გვეძახდნენ, თითქოს ეს დამცირება იყო, მაგრამ ამ ყველაფერმა გაგვაძლიერა."

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" შინ "სალერნიტანას" უმასპინძლებს და იმ შემთხვევაში თუ ნეაპოლური კლუბი გამარჯვებას მოიპოვებს, ხოლო "ლაციო" "ინტერთან" ქულებს დაკარგავს, 33-წლის შემდეგ, ნეაპოლელები ნანატრ, სერია A-ს თასს დაეუფლებიან.

სხვა სტატიები