მიუნხენის "ბაიერნისა" და "პსჟ-ს" ყოფილმა ფეხბურთელმა, "ბარსელონასთან" გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
-"ჩვენ გვქონდა საოცარი და დიდი თამაში. ყველა კმაყოფილი და ბედნიერი ვართ. ახლა მთლიანი გუნდი ნახევარფინალისთვის ემზადება."
ჟურნალისტებმა ფრანგ ფეხბურთელს, ფინალში "პსჟ-სთან" დაპირისპირებაზე ჰკითხეს.
-"ფინალში პსჟ? რატომაც არა ?! ეს იქნება ძალიან საინტერესო დაპირისპირება, მაგრამ ფინალამდე ნახევარფინალია და ახლა ამაზე უნდა ვიფიქროთ"
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტისა" და "ლიონს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.