"ბრაზილიას ფავორიტებში არც კი მოვიაზრებ" - ანჩელოტიმ შესაძლოა ვინისიუსი დასაჯოს
სანაკრებო პაუზის განმავლობაში, ბრაზილიის ნაკრები 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს, სადაც საფრანგეთსა და ხორვატიას შეხვდებიან.
ბრაზილიისა და საფრანგეთის დაპირისპირების წინ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, კარლო ანჩელოტიმ ვინისიუს ჟუნიორი გაიყვანა, რომელსაც რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ წამოცდა, რის გამოც შესაძლოა დაისაჯოს.
ერთ-ერთი მთავარი შეცდომა რაც ვინისიუსმა დაუშვა, იყოს ის, რომ ბრაზილიის ნაკრები მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფავორიტებში არ დაასახელა და აღნიშნა, რომ საკმაოდ დაუბალანსებელი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს.
"ვფიქრობ, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ფავორიტებში დასახელებას არ იმსახურებს. ჩვენ გვახსოვს ბრაზილიის ნაკრები, რომლებსაც პრეტენზია ჰქონდათ მსოფლიო ჩემპიონობაზე, ამ გუნდს კი შესაძლოა შესაბამისი პრეტენზია არ ჰქონდეს..." - ვინისიუსი
ბრაზილიურ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ამ პრესკონფერენციის შემდეგ, კარლო ანჩელოტისა და ვინისიუსს შორის საკმაოდ დაძაბული საუბარი შედგა, 'პაპა კარლომ' კი შესაძლოა 25 წლის ფეხბურთელი დასაჯოს და ამხანაგურ მატჩებში ძირითად შემადგენლობაში აღარ დააყენოს.
ბრაზილიის ნაკრები 27 მარტს საფრანგეთს შეხვდება, 31-ში ღამით კი - ხორვატიას.
მსოფლიო ჩემპიონატზე კი, ბრაზილიის ნაკრების მეტოქეები: მაროკო, ჰაიტი და შოტლანდია იქნებიან.