Belive

ჩემპიონთა ლიგის ბრაზილიელ ბომბარდირებს შორის ვინისიუსმა მე-2 ადგილზე გადაინაცვლა

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის პირველ შეხვედრაში რეალმა ბენფიკას სტუმრად 1:0 მოუგო.

მატჩში ერთადერთი გოლი ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 31 გოლი (77 მატჩში) დაუგროვდა.

შედეგად, ვინიმ ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით ბრაზილიელ ბომბარდირებს შორის კაკას (30 გოლი) გადაუსწრო და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. ახლა ევროტურნირზე ბრაზილიელთაგან 25 წლის შემტევზე მეტი გოლი მხოლოდ ნეიმარს აქვს გატანილი (43).

საერთო სიაში ვინისიუსი 27-ე ადგილს იკავებს.

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ბომბარდირი:

  1. კრიშტიანუ რონალდუ - 140 გოლი 183 მატჩში

  2. ლეო მესი - 129 გოლი 163 მატჩში

  3. რობერტ ლევანდოვსკი - 107 გოლი 140 მატჩში

  4. ქარიმ ბენზემა - 90 გოლი 152 მატჩში

  5. რაული - 71 გოლი 142 მატჩში

  6. კილიან მბაპე - 68 გოლი 95 მატჩში

  7. ტომას მიულერი - 57 გოლი 163 მატჩში

  8. ერლინგ ჰოლანდი - 56 გოლი 56 მატჩში

  9. რუდ ვან ნისტელროი - 56 გოლი 73 მატჩში

  10. ტიერი ანრი - 50 გოლი 112 მატჩში

სხვა სტატიები