ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ახლა უკვე "ჩელსის" შემტევი რაჰიმ სტერლინგი, "არისტოკრატების" შემადგენლობაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.
27 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ "ჩელსისთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კლუბში 2027 წლამდე დარჩება. "მანჩესტერ სიტიდან" გადასვლის შემდეგ, რაჰიმ სტრელინგი "ჩელსის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება. აქამდე ლონდონურ კლუბში ყველაზე დიდი შემოსავალი ნ'გოლო კანტეს ჰქონდა.
ნ'გოლო კანტეს შემოსავალი კვირაში £290,000 ფუნტი არის, სტერლინგი კი კვირაში £310,000 ფუნტს მიიღებს. "სიტის" შემადგენლობაში კი ინგლისელი ფეხბურთელის ყოველკვირეული შემოსავალი £200-250,000 იყო.
ინგლისელმა ფეხბურთელმა "მანჩესტერ სიტიში" შვიდი ნაყოფიერი და ტიტულებით დახუნძლული სეზონი გაატარა. მან გაიტანა 131 გოლი და მოიგო ოთხი პრემიერ ლიგის 4 ტიტული.