სილვიო ბერლუსკონი: "ნეაპოლმა ეს დაიმსახურა, გილოცავთ!"
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიელი მილიარდელი და საფეხბურთო კლუბ "მონცას" პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი "ნაპოლის" ჩემპიონობას გამოეხმაურა. 86 წლის ბიზნესმენმა გუნდს სკუდეტოს მოგება მიულოცა და ისიც დასძინა, რომ ეს სრულიად დამსახურებული იყო.
"ქალაქი ზეიმობს, ქალაქი, რომელიც ამას იმსახურებდა. გილოცავთ! წარმოუდგენელი ქალაქია, ნეაპოლიტანელები ამას ნამდვილად იმსახურებენ და მათ მთელი გულით ვულოცავ. მე, როგორც მილანში დაბადებულ ნეაპოლელს, გუნდის ჩემპიონობა მთელი გულით მიხარია. წინ ნეაპოლო!" - განაცხადა სილვიო ბერლუსკონიმ.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი იტალიური მედია სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სილვიო ბერლუსკონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. როგორც Corriere Della Sera იტყობინებოდა, გულის პრობლემების გამო მისი ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი გახდა.