Belive

კლოზე: ,,კეინის დარტყმის ტექნიკის 5% რომ მქონოდა, მსოფლიო ჩემპიონატზე 30 გოლს გავიტანდი''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ბაიერნის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, მიროსლავ კლოზემ, მიუნხენური გრანდის თავდამსხმელზე, ჰარი კეინზე, ისაუბრა:

,,ვივარაუდე, რომ კეინი 20-25 გოლს გაიტანდა, თუმცა ეს ძალიან ცოტა აღმოჩნდა. ჩემზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას მისი დარტყმის ტექნიკა ახდენს. ამის 5%-იც რომ მქონოდა, მსოფლიო ჩემპიონატზე 30 გოლს გავიტანდი (იცინის).

რასაც ჩოგბურთელი ჩაწოდების დროს მაჯით აკეთებს, იგივე კეინს ფეხით გამოსდის. ყოველთვის ერთი პოზა აქვს, მაგრამ ფეხს სხვადასხვაგვარად იყენებს. მეკარეებს არ შეუძლიათ გამოიცნონ, სად წავა ბურთი მისი დარტყმის შემდეგ. ეს გასაოცარია!'' - მიროსლავ კლოზე

მიმდინარე სეზონში კეინის ანგარიშზე მიუნხენის ,,ბაიერნის'' მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 28 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

მიროსლავ კლოზე 16 გოლით მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

სხვა სტატიები