Belive

კლოპთან ერთად, ლივერპულს მისი ასისტენტები და სპორტული დირექტორიც ტოვებს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იურგენ კლოპი "ლივერპულს" სეზონის დასრულების შემდეგ ტოვებს - ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება თავად გერმანელმა მწვრთნელმა გააკეთა.

კლოპის წასვლის კონკრეტული მიზეზი უცნობია. თავად შემდეგი სიტყვები თქვა - დავიღალე, ენერგია მეცლება და უნდა წავიდეო. "ლივერპულის" ქომაგებისთვის მისი განცხადება შოკისმომგვრელი გახდა, რადგან კლოპის წასვლას არავინ ელოდა.

მინიმუმ 1 წლის განმავლობაში, კლუბისა თუ ნაკრებს არ ჩავიბარებ, გამორიცხულია. პირობას ვდებ, რომ სხვა ინგლისურ კლუბს არასოდეს გავწვრთნი. - იურგენ კლოპი

როგორც ირკვევა, სეზონის ბოლოს, "ენფილდს" მხოლოდ კლოპი არ გამოემშვიდობება. გუნდს ტოვებს სპორტული დირექტორი, იორგ შმაკტკე - ადამიანი, რომელმაც გუნდში დომინიკ სობოსლაი, რაიან გრავენბერხი და ალექსის მაკ ალისტერი მიიყვანა.

ლივერპული განსაკუთრებული ადგილია, აქ მუშაობა ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. - იორგ შმადტკე

ანალოგიურ პოზიციებზე, შმადტკე "ვოლფსბურგში", "კიოლნში", "ჰანოვერსა" და "ალემანია აახენში" მუშაობდა.

შმადტკესთან ერთად, "ლივერპულს" კლოპის ასისტენტები - პეპ ლეინდერსი და პეტერ კრავიციც დატოვებენ.

იურგენ კლოპმა "ლივერპული" 2015 წელს ჩაიბარა და გუნდთან ერთად პრემიერ ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, FA თასის, ინგლისისი ლიგის თასის გამარჯვებული გახდა.

@belive.ge

კლოპი ლივერპულიდან მიდის - "სულ მცირე რისი გაკეთებაც ახლა შემიძლია, ეს სიმართლის თქმაა" #jurgenklopp #klopp #jurgen #liverpool #liverpoolfc #foryou #fyp #viral #interview ფორიუ

♬ original sound - belive - belive

სხვა სტატიები