მოჰამედ სალაჰმა კიდევ ერთი ინდივიდუალური ჯილდო მოიგო
ლივერპულის ეგვიპტელმა შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მოიპოვა, რომელიც მას Transfermarkt-ისგან გადაეცა. სატრანსფერო საიტი ყოველ წელს გამოკითხვას ატარებს და მომხმარებლებს ხმის მიცემის უფლებას აძლევს, რის მიხედვითაც ევროპის ტოპ ლიგებიდან საუკეთესო მოთამაშე ირკვევა.
ხმების 70.3% მოჰამედ სალაჰმა მიიღო და ის პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მე-2 და მე-3 ადგილებზე ჩელსის შემტევი კოულ პალმერი და ნიუკასლის ყოფილი თავდამსხმელი ალექსანდრ ისაკი გავიდნენ, მათ ხმების 4.9% მიიღეს.
სხვა სტატიები
უგო ეკიტიკე მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს
3 კვირის წინ ფეხბურთი
ალისონი 6 კვირას გამოტოვებს
7 თვის წინ ფეხბურთი