კლოპს ამერიკის ნაკრები დაუკავშირდა - ყველაფერი მალე გადაწყდება
2024 წლის კოპა ამერიკაზე, მასპინძელი აშშ-ს ნაკრების კატასტროფულმა ასპარეზობამ, აშშ-ს საფეხბურთო ფედერაცია აიძულა რომ ნაკრებში დიდი ცვლილებები მოახდინოს. ამის პირველი ნიშანი კი აშშ-ს ნაკრების მთავარი მწვრთნელის - გრეგ ბერჰალტერის გუნდიდან დათხოვაა.
გრეგ ბერჰალტერი აშშ-ს ნაკრებში თავდაპირველად 2018/2019 წლებში მუშაობდა, სადაც 60 მატჩი ჩაატარა და შემდეგ კი კლუბიდან გაუშვეს. 2023/2024 წლების სეზონში კი მას მეორე შანსი მისცეს, თუმცა კოპა ამერიკაზე საშინელი თამაშის ხარისხისა და დაფიქსირებული ანტირეკორდის გამო, იგი გუნდიდან გააგდეს.
ცნობილმა ამერიკულმა და მსოფლიო სპორტის გვერდმა "bleacherreport"-მა, "independent"-ის სპორტულ ჟურნალისტზე - მიგელ დელანიზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს საფეხბურთო ნაკრები უკვე დაუკავშირდა ლეგენდარულ მწვრთნელ - იურგენ კლოპს და მასთან პირველი კომუნიკაცია შედგა.
შესაძლებელია, რომ 57 წლის გერმანელი სპეციალისტი უახლოეს პერიოდში, აშშ-ს საფეხბურთო ნაკრებში ვიხილოთ.
აქვე შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის მასპინძელი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია. აშშ-ს საფეხბურთო ნაკრები კი კოპა ამერიკას ისტორიაში პირველი მასპინძელი ქვეყანა გახდა, რომელთაც ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ შეძლეს.