ბაიერნი ოლისეს ტრავმის სიმძიმის დასადგენად სამედიცინო შედეგებს ელოდება
ბაიერნში ტრავმების ეპიდემიაა. მიუნხენურმა გრანდმა, დორტმუნდთან შეხვედრაში, ტრავმების გამო, ერთბაშად სამი ფეხბურთელი დაკარგა. მოედანი ისმაილ საიბარიმ, სერჟ გნაბრიმ და მაიკლ ოლისემ დატოვეს. საიბარისა და გნაბრის მდგომარეობა უფრო სერიოზულია. მაროკოელმა კოჭის ტრავმა მიიღო, გნაბრის კი ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული. ამის გამო, ორივე ფეხბურთელს ხანგრძლივი პერიოდის გამოტოვება მოუწევთ, რაც მიუნხენელთათვის, სერიოზული დარტყმაა.
რაც შეეხება ოლისეს, როგორც ჩანს, მას სერიოზული დაზიანება არ მიუღია. "რეკორდმაისტერს", ფრანგთან დაკავშირებით, ოფიციალური დიაგნოზი ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა როგორც L’Équipe იტყობინება, ოლისეს მუხლის ტრავმა მძიმე არ არის. ფრანგმა ფეხბურთელმა, კვირას, ბაიერნის საწვრთნელ ბაზაზე მკურნალობა ჩაიტარა. დღევანდელი სამედიცინო შემოწმების შედეგები კი განსაზღვრავს, იქნება თუ არა ოლისე მიუნხენელთათვის ხელმისაწვდომი ატლეტიკოს წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ოლისე ვარჯიშებზე საკუთარ გუნდს შეუერთდა, ატლეტიკოსთან თამაში მას გარანტირებული არ აქვს. ოლისეს, საიბარისა და გნაბრის გარდა, ტრავმირებულები ჯამალ მუსიალა და ლუის დიასიც არიან.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: Michael Olise is already back in training with the group ahead of the game vs Atlético Madrid! ✅ pic.twitter.com/W4uRJZg15F
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) November 2, 2026